ბლოგი
საქართველო - ღვინის სამშობლო

საქართველო - ღვინის სამშობლო

500-ზე მეტი ყურძნის ჯიშითა და მევენახეობის რვა ათასწლიანი ისტორიით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში.
ქართული ღვინო უნიკალურია არა მხოლოდ ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, არამედ მისი წარმოების მეთოდითაც.
ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციული მეთოდი 8000 წელს ითვლის და დღემდე გამოიყენება. 
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო – ღვინის აკვანი“ გაიმართა. საქართველო იყო პირველი მიწვეული ქვეყანა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა.
თიხით დამზადებული ქვევრი  შესულია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მიუხედავად იმისა, რომ  ქვეყანაში ღვინის წარმოების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი მოდის აღნიშნულ მეთოდზე, ის დიდ ყურადღებას იპყრობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე და ქვეყნის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. 
თუ გსურთ გახდეთ ქართული ტრადიციებისა და კულტურის ორგანული ნაწილი, გაეცნოთ მევენახეობის კულტურას და ეზიაროთ სტუმარ მასპინძლობის წეს ჩვეულებებს, მაშინ მონაწილეობა უნდა მიიღოთ რთველის პროცესში, რომელიც  სექტემბრის ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება, სადაც სასიამოვნო დღის შემდეგ შესაძლებლობა მოგეცემათ დააგემოვნოთ შესანიშნავი ქართული კერძები ღვინოსთან ერთად. 

 

საქართველო - ღვინის სამშობლო

500-ზე მეტი ყურძნის ჯიშითა და მევენახეობის რვა ათასწლიანი ისტორიით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში. ქართული ღვინო უნიკალურია არა მხოლოდ ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, არამედ მისი წარმოების მეთოდითაც. ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციული მეთოდი 8000 წელს ითვლის და დღემდე გამოიყენება.  საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო – ღვინის აკვანი“ გაიმართა. საქართველო იყო პირველი მიწვეული ქვეყანა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა. თიხით დამზადებული ქვევრი  შესულია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მიუხედავად იმისა, რომ  ქვეყანაში ღვინის წარმოების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი მოდის აღნიშნულ მეთოდზე, ის დიდ ...

იხილეთ მეტი