ტურები
ღვინის ტურები
კახეთის ღვინის და გასტრო ტური

კახეთის ღვინის და გასტრო ტური

ტურის აღწერა

საქართველოს ულამაზესი რეგიონი, ღვინის სამშობლოდ ცნობილი კახეთი, გარშემორტყმული გომბორის ულამაზესი მთებით სამხრეთიდან და დიდი კავკასიონის ქედით ჩრდილოეთიდან,  სავსე ისტორიული ღირსშესანიშნაობებით  იტალიის პროვინციას მოგვაგონებს, თავისი უზარმაზარი ვენახებით,  არქიტექტურული ძეგლებით, ულამაზესი ხედებით და რა თქმა უნდა, უგემრიელესი ღვინით. კახეთი გთავაზობთ  უამრავ საინტერესო ადგილს, როგორც უბრალოდ დასვენების მსურველებს, ასევე  ღვინის და გემრიელი საკვების მოყვარულებს.

მარშრუტი რუკაზე

მარშრუტი

  • თბილისი

  • თელავი

  • წინანდალი

  • სიღნაღი

  • მცხეთა

  • თბილისი

პროგრამა

დღე 1:

სასტუმროში განთავსება, საუზმე. თბილისის ტური. ღამისთევა თბილისში.

Day 2:

საუზმე სასტუმროში, გამგზავრება კახეთში, მცირე ხნით გავჩერდებით თელავში, მოვინახულებთ ერეკლე მეორეს ძეგლს და გიგანტურ, მრავალსაუკუნოვან ხეს, ფოტოების გადაღება. თელავის ღვინის მარნის მონახულება, ღვინის დაგემოვნება. გამგზავრება ძველი და ახალი შუამთის მონასტრებში. ღამისთევა თელავში.

Day 3:

საუზმე სასტუმროში. მოვინახულებთ გრემის ულამაზეს კომპლექსს, წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, ვესტუმრებით წინანდლის მარანს და დავათვალიერებთ ქართული ღვინის ენოთეკას, სადაც ინახება რამდენიმე ათასეული ბოთლი სხვადასხვა ჯიშის უძველესი ღვინოები. მეღვინეობა ხარება,  მონაწილეობას მიიღებთ კახური, "დედასპურის" ცხობაში, ასევე "ჩურჩხელების" ამოვლების პროცესში, დააგემოვნებთ ქვევრის ღვინოს.

Day 4:

ვიზიტი სიღნაღში.  ბოდბეს მონასტერი, მირზაანი - ცნობილი ქართველი მხატვრის-ფიროსმანის სამშობლო, ღვინის დეგუსტაცია, სადილი. ღამისთევა სიღნაღში.

Day 5:

ვეწვევით საქართველოს უძველეს დედაქალაქს - მცხეთს; მოვინახულებთ ჯვრის სამონასტრო კომპლექსს, სვეტიცხოვლის ტაძარს, სამთავროს დედათა მონასტერს. გალა სადილი მცხეთაში ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის თანხლებით. გამგზავრება თბილისში.

რას მოიცავს

სტანდარტული პაკეტი:

- ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით, მიკრო-ავტობუსით ან ავტობუსით;

- სასტუმროში განთავსება ( ორ და სამადგილიან ნომრებში )- თბილისი (1 ღამე), კახეთი (3 ღამე) ორადგილიან ნომერში;

 - საუზმე სასტუმროში;

- სადილი მირზაანში და მცხეთის რესტორანში;

 - ღვინის დეგუსტაცია (პროგრამაში ჩამოთვლილი);

- მუზეუმებში შესვლის საფასური;

- გიდის მომსახურება;

 -ფოტოგრაფი;

-სამოგზაურო დაზღვევა;

ტურის ფასი თითო ორადგილიან ნომერში დამოკიდებულია ტურის პაკეტზე.

დაჯავშნა













ვეთანხმები საიტის მოხმარების წესებს და პირობებს 
შეუკვეთეთ ახლა

ტურის აღწერა

მარშრუტი

პროგრამა

რას მოიცავს

შეუკვეთეთ ტური