დაჯავშნეთ ჩვენი ტურისტული პაკეტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები ქვეყნის გასაოცარი არქიტექტურის, ულამაზესი პეიზაჟების, შესანიშნავი საკვების და განსაკუთრებული ღვინოების ფონზე.
დღე 1:
სასტუმროში განთავსება, საუზმე. ქუთაისის ტურის ფარგლებში მოვინახულებთ: ბაგრატის ტაძარს, გელათს, მოწამეთას მონასტერს, პრომეთეს მღვიმეს. ღვინის დეგუსტაცია და იმერული კერძების დაგემოვნება მეღვინეობა ხარებაში.
დღე 2:
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება ზუგდიდში, დადიანების შუასაუკუნეების სასახლეს, ზუგდიდის მუზეუმი. ვახშამი ზუგდიდში, ტრადიციული კერძების დაგემოვნება. ღამისთევა ზუგდიდში.
დღე 3:
საუზმე სასტუმროში, მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, მარტვილის ვახშამი და ღვინის დაგემოვნება - საოჯახო მარან „ოდა“-ში. ოკაცეს კანიონი, სალხინო - დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. გამგზავრება ბათუმში. ღამისთევა ბათუმში.
დღე 4:
საუზმე სასტუმროში, მოვინახულებთ ბათუმის სამების საკათედრო ტაძარს. გონიოს ციხე, მწვანე კონცხი, გალა ვახშამი აჭარული ღვინის სახლში - გარშემორტყმული ვენახებით, აქ თქვენ დაგხვდებათ ქართული რესტორანი, ღვინის ქარხანა, ღვინის მარანი სადეგუსტაციო დარბაზებით. ულამაზესი პეიზაჟების ფონზე გაეცნობით უძველეს ტრადიციებს, დააგემოვნებთ უგემრიელეს ღვინოს, ეროვნულ კერძებს და ისიამოვნებთ ტრადიციულ ცეკვებთან ერთად. ღამისთევა ბათუმში.
დღე 5:
საუზმე სასტუმროში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღი. თავისუფალი დრო. გამგზავრება თბილისში.
- ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით, მიკრო-ავტობუსით ან ავტობუსით;
- სასტუმროში განთავსება ( ორ და სამადგილიან ნომრებში )- ქუთაისი (1 ღამე), ზუგდიდი (1 ღამე), ბათუმი (2 ღამე);
- საუზმე სასტუმროში;
- სადილი ზუგდიდის რესტორანში, გალა ვახშამი აჭარული ღვონის სახლში;
- ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მსატერკლასები;
- მუზეუმებში შესვლის საფასური;
- გიდის მომსახურება;
-ფოტოგრაფი;
ტურის ფასი თითო ორადგილიან ნომერში დამოკიდებულია ტურის პაკეტზე.
ტურის აღწერა
მარშრუტი
პროგრამა
რას მოიცავს
ტურის ფოტო გალერეა