მთავარი
კომპანია
ჩვენ შესახებ
ჩვენი სერვისები
ტურები
ბალნეოლოგიური ტურები
აბასთუმანი
წყალტუბო
ბორჯომი
შოვი
ახტალა
სეზონური ტურები
სვანეთი
ბაკურიანი
გუდაური
ღვინის ტურები
კახეთის ღვინის ...
კლსაკისური ღვინ...
კლასიკური ღვინი...
კლასიკური ღვინი...
სიახლეები
გალერეა
ბლოგი
კონტაქტი
Ge
En
Ru
მთავარი
კომპანია
ჩვენ შესახებ
ჩვენი სერვისები
ტურები
ბალნეოლოგიური ტურები
აბასთუმანი
წყალტუბო
ბორჯომი
შოვი
ახტალა
სეზონური ტურები
სვანეთი
ბაკურიანი
გუდაური
ღვინის ტურები
კახეთის ღვინის ...
კლსაკისური ღვინ...
კლასიკური ღვინი...
კლასიკური ღვინი...
სიახლეები
გალერეა
ბლოგი
კონტაქტი
Ge
En
Ru
ტურები
6 დღე
სვანეთი
სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სვანეთი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მწვერვალები, ქარაფები, ციხე-კოშკები, რომლებიც თავისუფლებისა და ძლიერი სულის სიმბოლო გამხდარა, დიდი ხანია მოგზაურების, დამსვენებლებისა თუ სამთო სპორტის მოყვარულების ყურადღებას იპყრობს. ეს უძველესი კულტურის მქონე მხარე ძალიან საინტერესოა მრავალრიცხოვანი კულტურული ძეგლებით, სახასიათო ფრესკული ნიმუშებით, წეს-ჩვეულებებითა და მრავალფეროვანი შთამბეჭდავი ბუნებით.
იხილეთ მეტი
4 დღე
ბაკურიანი
სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანი თბილისიდან დაახლოებით 180 კილომეტრში, ხოლო ბორჯომიდან 30 კილომეტრის დაშორებითაა. ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, შესაბამისად სეზონზე უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. ბაკურიანი, როგორც სათხილამურო კურორტი 1935 წელს დაარსდა. აქ ძირითადად 23 განსხვავებული სახის სასრიალო გზებია, რომლებიც მოთხილამურის დონეების მიხედვით იყოფა. დამწყებ, საშუალო დონისა და გამოცდილ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისრიალონ ბაკურიანის სასრიალო ტრასებზე.
იხილეთ მეტი
4 დღე
გუდაური
სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ალპურ ზონაშია განთავსებული, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე. კურორტი გარშემორტყმულია დიდ კავკასიონის მონუმენტური მთათა სისტემითა და მასივებით. გუდაური თბილისიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც 120 კილომეტრში, 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. ზამთრის სეზონი, დეკემბრის თვიდან, საშუალოდ, აპრილის თვის ბოლომდე გრძელდება. გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს: ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 26 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 52 კილომეტრს შეადგენს. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება თავისუფალი სტილით სრიალის (Freeride) მოყვარულთათვის, სადაც თოვლის საფარი საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს.
იხილეთ მეტი