გუდაური

ტურის აღწერა

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ალპურ ზონაშია განთავსებული, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე. კურორტი გარშემორტყმულია დიდ კავკასიონის მონუმენტური მთათა სისტემითა და მასივებით. გუდაური თბილისიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც 120 კილომეტრში, 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. ზამთრის სეზონი, დეკემბრის თვიდან, საშუალოდ, აპრილის თვის ბოლომდე გრძელდება. გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს: ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 26 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 52 კილომეტრს შეადგენს. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება თავისუფალი სტილით სრიალის (Freeride) მოყვარულთათვის, სადაც თოვლის საფარი საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს. 

მარშრუტი რუკაზე

მარშრუტი

  • თბილისი

  • ანანური

  • გუდაური

  • ყაზბეგი

  • თბილისი

პროგრამა

დღე 1:

სასტუმროში განთავსება, საუზმე. თბილისის ტური. ღამისთევა თბილისში. 

დღე 2:

-საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ულამაზესი ანანურის მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ ანანურის ციხესიმაგრეს და ჟინვალის ტბას. გამგზავრება გუდაურში, სასტუმროში განთავსება, ვახშამი, თავისუფალი დრო. ღამისთევა გუდაურში.

დღე 3:

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ულამაზესი ანანურის მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ ანანურის ციხესიმაგრეს და ჟინვალის ტბას. გამგზავრება გუდაურში, სასტუმროში განთავსება, ვახშამი, თავისუფალი დრო. ღამისთევა გუდაურში.  

დღე 4:

ვეწვევით საქართველოს უძველეს დედაქალაქს - მცხეთს; მოვინახულებთ ჯვრის სამონასტრო კომპლექსს, სვეტიცხოვლის ტაძარს, სამთავროს დედათა მონასტერს. გალა სადილი მცხეთაში ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის თანხლებით. გამგზავრება თბილისში. 

რას მოიცავს

სტანდარტული პაკეტი:

- ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით, მიკრო-ავტობუსით ან ავტობუსით;
- სასტუმროში განთავსება ( ორ და სამადგილიან ნომრებში )- თბილისი (1 ღამე), გუდაური (2 ღამე);
 - - საუზმე სასტუმროებში, H / B კვება; ხინკლის მასტერკლასი, გალა ვახშამი;
- მუზეუმებში შესვლის საფასური;
- გიდის მომსახურება;
 -ფოტოგრაფი;
-სამოგზაურო დაზღვევა;

 

დაჯავშნა













ვეთანხმები საიტის მოხმარების წესებს და პირობებს 
შეუკვეთეთ ახლა

ტურის აღწერა

მარშრუტი

პროგრამა

რას მოიცავს

შეუკვეთეთ ტური