სვანეთი

ტურის აღწერა

სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სვანეთი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მწვერვალები, ქარაფები, ციხე-კოშკები, რომლებიც თავისუფლებისა და ძლიერი სულის სიმბოლო გამხდარა, დიდი ხანია მოგზაურების, დამსვენებლებისა თუ სამთო სპორტის მოყვარულების ყურადღებას იპყრობს. ეს უძველესი კულტურის მქონე მხარე ძალიან საინტერესოა მრავალრიცხოვანი კულტურული ძეგლებით, სახასიათო ფრესკული ნიმუშებით, წეს-ჩვეულებებითა და მრავალფეროვანი შთამბეჭდავი ბუნებით.

მარშრუტი რუკაზე

მარშრუტი

  • თბილისი

  • მცხეთა

  • ქუთაისი

  • ზუგდიდი

  • სვანეთი

  • თბილისი

პროგრამა

დღე 1:

სასტუმროში განთავსება, საუზმე. თბილისის ტური. ღამისთევა თბილისში. 

დღე 2:

საუზმე სასტუმროში. ვეწვევით საქართველოს უძველეს დედაქალაქს - მცხეთს; მოვინახულებთ ჯვრის სამონასტრო კომპლექსს, სვეტიცხოვლის ტაძარს, სამთავროს დედათა მონასტერს. ღვინის დეგუსტაცია, გამგზავრება ქუთაისის მიმართულებით ვეწვევით ბაგრატის ტაძარს. სასტუმროში განთავსება, ვახშამი, თავისუფალი დრო. გალა ვახშამი ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის თანხლებით. ღამისთევა ქუთაისში.

დღე 3:

საუზმე სასტუმროში. მოვინახულებთ გელათს, მოწამეთას მონასტერს, პრომეთეს მღვიმეს. გამგზავრება ზუგდიდში, მოვინახულებთ დადიანების შუასაუკუნეების სასახლეს, ზუგდიდის მუზეუმს, სადაც შესაძლებლობა მოგეცემათ მოინახულოთ  ნაპოლეონის ცნობილი ნიღაბი. ვახშამი ზუგდიდში, ტრადიციული კერძების დაგემოვნება. ღამისთევა ზუგდიდში.  

დღე 4:

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება მესტიაში, ტური მესტიაში მარგიანის  მუზეუმის მონახულება, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. მოგზაურობა გაგრძელდება მეზობელ სოფლებში, სადაც გექნებათ სესაძლებლობა მოინახულოთ  შუა საუკუნეების ეკლესიები და სამლოცველოები. ვახშამი, თავისუფალი დრო ღამისთევა მესტიაში.  

დღე 5:

საუზმე სასტუმროში. სვანეთი მთის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ლაშქრობა და უძველესი კულტურის შესწავლა უყვართ, ამ შორეულ მთიან რეგიონს შეუძლიათ წლის ნებისმიერ დროს ესტუმრონ.  მოვინახულებთ სვანეთის კურორტებს: ჰაწვალი და თეთნულდი. ვახშამი, თავისუფალი დრო. ღამისთევა მესტიაში. სვანეთში დღეების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს სურვილზე!  

დღე 6:

საუზმე სასტუმროში. თბილისისკენ მიმავალ გზაზე მოვინახულებთ მეღვინეობა ხარებას, ღვინის დეგუსტაცია და იმერული კერძების დაგემოვნება.  ჩამოსვლა თბილისში.  

რას მოიცავს

სტანდარტული პაკეტი:

- ტრანსპორტირება;
- სასტუმროში განთავსება ( ორ და სამადგილიან ნომრებში )- თბილისი (1 ღამე), ქუთაისი (1 ღამე) ზუგდიდი (1 ღამე), სვანეთი (2 ღამე);
 - საუზმე სასტუმროებში, H / B კვება; ხინკლის მასტერკლასი, გალა ვახშამი;
- ღვინის დეგუსტაცია;
- მუზეუმებში შესვლის საფასური;
- გიდის მომსახურება;
 -ფოტოგრაფი;
-სამოგზაურო დაზღვევა;

 

დაჯავშნა













ვეთანხმები საიტის მოხმარების წესებს და პირობებს 
შეუკვეთეთ ახლა

ტურის აღწერა

მარშრუტი

პროგრამა

რას მოიცავს

შეუკვეთეთ ტური