ტურები

სვანეთი

6 დღე

სვანეთი

სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სვანეთი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მწვერვალები, ქარაფები, ციხე-კოშკები, რომლებიც თავისუფლებისა და ძლიერი სულის სიმბოლო გამხდარა, დიდი ხანია მოგზაურების, დამსვენებლებისა თუ სამთო სპორტის მოყვარულების ყურადღებას იპყრობს. ეს უძველესი კულტურის მქონე მხარე ძალიან საინტერესოა მრავალრიცხოვანი კულტურული ძეგლებით, სახასიათო ფრესკული ნიმუშებით, წეს-ჩვეულებებითა და მრავალფეროვანი შთამბეჭდავი ბუნებით.
იხილეთ მეტი
ბაკურიანი

4 დღე

ბაკურიანი

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანი თბილისიდან დაახლოებით 180 კილომეტრში, ხოლო ბორჯომიდან 30 კილომეტრის დაშორებითაა. ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, შესაბამისად სეზონზე უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს.  ბაკურიანი, როგორც სათხილამურო კურორტი 1935 წელს დაარსდა. აქ ძირითადად 23 განსხვავებული სახის სასრიალო გზებია, რომლებიც მოთხილამურის დონეების მიხედვით იყოფა. დამწყებ, საშუალო დონისა და გამოცდილ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისრიალონ ბაკურიანის სასრიალო ტრასებზე.  
იხილეთ მეტი
წყალტუბო

წყალტუბო

წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტი მდებარეობს იმერეთში, ის ცნობილია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. მინერალურ წყალს მრავალმხრივი სარგებლობა მოაქვს და კურნავს ისეთ დაავადებებს, რომლებიც უკავშირდება: გულსა და სისხლძარღვებს, კანს, პერიფერიულ ნერვულ სისტემას, კიდურებს, ენდოკრინულ სისტემას, ასევე აქ მკურნალობენ ცერებრალური დამბლით, რევმატიზმითა და პოლიომელიტით დაავადებულებს. წყალტუბოში შეხვდებით კარსტულ მღვიმეებს, რომლებსაც ბრონქიალური ასთმის, ნევროზის და სტენოკარდიის სამკურნალოდ იყენებენ.წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტი მდებარეობს იმერეთში, ის ცნობილია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. მინერალურ წყალს მრავალმხრივი სარგებლობა მოაქვს და კურნავს ისეთ დაავადებებს, რომლებიც უკავშირდება: გულსა და სისხლძარღვებს, კანს, პერიფერიულ ნერვულ სისტემას, კიდურებს, ენდოკრინულ სისტემას, ასევე აქ მკურნალობენ ცერებრალური დამბლით, რევმატიზმითა და პოლიომელიტით დაავადებულებს. წყალტუბოში შეხვდებით კარსტულ მღვიმეებს, რომლებსაც ბრონქიალური ასთმის, ნევროზის და სტენოკარდიის სამკურნალოდ იყენებენ.
იხილეთ მეტი
ახტალა

ახტალა

კურორტი  ახტალა – მდებარეობს კახეთში, ქ. გურჯაანში თბილისიდან 122 კმ-ზე, ზღვის დონიდან 412 მ-ზე. ჰავა ზომიერი კონტინენტურია: ზაფხული ცხელი, ზამთარი თბილი. კურორტის სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებსა და ტამპონებისთვის. ტალახი ნაცრისფერია და თხიერი კონსისტენცია აქვს; ტალახის ხვედრითი წონა წყლის შემცველობისა და ატმოსფერული ნალექების შესაბამისად იცვლება. ასევე ცვალებადია მისი ტემპერატურაც – ის დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე; ყველაზე თბი¬ლია ივლის-აგვისტოში, ყველაზე ცივი – დეკემბერ-იანვარში. ტალახი კურნავს: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკულ დაავადებებს, პერიფერიულ ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიურ დაავადებებს. საკურორტო სეზონი აპრილიდან დეკემბრამდე გრძელდება.
იხილეთ მეტი
გუდაური

4 დღე

გუდაური

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ალპურ ზონაშია განთავსებული, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე. კურორტი გარშემორტყმულია დიდ კავკასიონის მონუმენტური მთათა სისტემითა და მასივებით. გუდაური თბილისიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც 120 კილომეტრში, 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. ზამთრის სეზონი, დეკემბრის თვიდან, საშუალოდ, აპრილის თვის ბოლომდე გრძელდება. გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს: ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 26 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 52 კილომეტრს შეადგენს. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება თავისუფალი სტილით სრიალის (Freeride) მოყვარულთათვის, სადაც თოვლის საფარი საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს. 
იხილეთ მეტი