აღმოაჩინე განსაკუთრებული გემოები, კუთხეების მიხედვით. ისიამოვნე შენი ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობით....
დღე 1:
დღე 1-თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება თბილისში. სამების საკათედრო ტაძარი (მეორე ათასწლეული), მეტეხის ეკლესია (13 საუკუნე), ძველი თბილისი, გოგირდის აბანოები, ნარიყალას ციხე (მე -4 საუკუნე), სიონის საკათედრო ტაძარი (6 საუკუნე), ანჩისხატის ეკლესია (6 საუკუნე). საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონახულება. ვახშამი რესტორანში. თავისუფალი დრო. ღამისთევა თბილისში.
დღე 2:
ვეწვევით საქართველოს უძველეს დედაქალაქს - მცხეთს; მოვინახულებთ ჯვრის სამონასტრო კომპლექსს (VI საუკუნის) და სვეტიცხოვლის ტაძარს (XI საუკუნე), ორივე ძეგლი შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. სამთავროს დედათა მონასტერს ( XI საუკუნე). გორი, ათენისის სიონის ეკლესია (VII საუკუნე), ცნობილი ატენურის დეგუსტაცია. (ატენური - არის თეთრი ცქრიალა ღვინო. იგი ხასიათდება ჩალის ფერით, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით. დამზადებულია ჩინურისა და გორის მწვანეს ყურძნის ჯიშებისგან.) მოვინახულებთ სტალინის მუზეუმს, რომელიც გაიხსნა მის 1937 წელს მშობლიურ ქალაქ გორში, მუზეუმში დაცულია საბჭოთა დიქტატორის ცხოვრებასთან დაკავშირებული თითქმის 50,000 არტეფაქტი. გამგზავრება ბორჯომში, ღამისთევა ბორჯომში.
დღე 3:
საუზმე სასტუმროში. მწვანე მონასტერი. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყეპარკი. ძველი სამცხის დედაქალაქი რაბათი. ვახშამი ახალციხეში რესტორანში. ღამისთევა ბორჯომში.
დღე 4:
საუზმე სასტუმროში. ბაგრატის ტაძარი (10-11 საუკუნე), გელათი (12-13 საუკუნე), რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. მოწამეთას მონასტერი (8-9 საუკუნე). სათაფლია -სათაფლია იმერეთის დაცული ტერიტორიის ნაწილია და მისი ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, პანორამულ ხედებს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და ბილიკებს. ვახშამი რესტორანში. ღამისთევა ქუთაისში.
დღე 5:
პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში. ასევე, მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „ჩამოკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები. ღამისთევა ქუთაისში
დღე 6:
დადიანების სასახლე ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარობს. ეს ისტორიული სასახლე და ამჟამად მუზეუმი სამეგრელოს მთავრების - დადიანების რეზიდენცია იყო. ამჟამად მუზეუმში 40000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, შამილის ხმალი, XVIII-XX სს-ის ევროპელ და ქართველ მხატვართა კოლექციები. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქრომჭედლობის ნიმუშები. სადილი ზუგდიდში, ტრადიციული კერძების დაგემოვნება, სასტუმროში განთავსება, ღამისთევა ზუგდიდში.
დღე 7:
საუზმე სასტუმროში, მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, მარტვილის ვახშამი და ღვინის დაგემოვნება - საოჯახო მარან „ოდა“-ში. ოკაცეს კანიონი, სალხინო - დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. გამგზავრება ბათუმში. ღამისთევა ბათუმში.
დღე 8:
საუზმე სასტუმროში, მოვინახულებთ ბათუმის სამების საკათედრო ტაძარს. გონიოს ციხე, მწვანე კონცხი, გალა ვახშამი აჭარული ღვინის სახლში - გარშემორტყმული ვენახებით, აქ თქვენ დაგხვდებათ ქართული რესტორანი, ღვინის ქარხანა, ღვინის მარანი სადეგუსტაციო დარბაზებით. ულამაზესი პეიზაჟების ფონზე გაეცნობით უძველეს ტრადიციებს, დააგემოვნებთ უგემრიელეს ღვინოს, ეროვნულ კერძებს და ისიამოვნებთ ტრადიციულ ცეკვებთან ერთად. ღამისთევა ბათუმში.
დღე 9:
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. აქ თანაბრად კარგად ხარობს, როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურა. თავისუფალი დრო. გამგზავრება თბილისში.
- ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით მთელი ტურის განმავლობაში;
- სასტუმროში განთავსება - თბილისი (1 ღამე), ბორჯომი (2 ღამე), ქუთაისი (2 ღამე) ზუგდიდი (1 ღამე), ბათუმი (2 ღამე) ორადგილიან ნომერში;
- ორჯერადი კვება;
- შესვლის საფასური საქართველოს ეროვნულ მუზეუმი, სტალინის სახლმუზეუმი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, დადიანის სასახლე, კანიონები;
- მაღალკვალიფიციური გიდი;
- ფოტო გადაღება;
ტურის აღწერა
მარშრუტი
პროგრამა
რას მოიცავს
ტურის ფოტო გალერეა