ტურისტული კომპანია New Trip Georgia უზრუნველყოფს ტურისტული მომსახურეობის სრულ სპექტრს მთელი საქართველოს მასშტაბით.
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში თავისი რესურსებით ერთ ერთი მზარდი ქვეყანაა, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ერთის მხრივ, მისი მდიდარი კლიმატური პირობები და გეოგრაფიული მდებარეობის მრავალფეროვნება, რომელიც წლის ნებისმიერ დროს შესაძლებლობას აძლევს დამსვენებელს მოინახულოს, საზღვაო, სამთო სათხილამურო, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული ბალნეოლოგიური კურორტები, უდაბნო და ალპური ზონები, მეორე მხრივ კი მისი, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის სტატუსი, თავისი უნიკალური ისტორიული ძეგლებით, ტრადიციებით, ღვინით, კერძების მრავალფეროვნებით და განთქმული სტუმართმოყვარეობით.
ყოველივე ეს ქმნის იდეალურ გარემოს ნებისმიერი გემოვნების დამსვენებლისთვის.
ჩვენი მისიაა, როგორც მაღალი ხარისხის მომხმარებელზე მორგებული კომპლექსური პროდუქტის შექმნა და მიწოდება, ასევე საქართველოს ცნობადობის გაზრდა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, „აქ ყველაფერია“-ს პრინციპით.