ბაკურიანი

ტურის აღწერა

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანი თბილისიდან დაახლოებით 180 კილომეტრში, ხოლო ბორჯომიდან 30 კილომეტრის დაშორებითაა. ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, შესაბამისად სეზონზე უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. 
ბაკურიანი, როგორც სათხილამურო კურორტი 1935 წელს დაარსდა. აქ ძირითადად 23 განსხვავებული სახის სასრიალო გზებია, რომლებიც მოთხილამურის დონეების მიხედვით იყოფა. დამწყებ, საშუალო დონისა და გამოცდილ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისრიალონ ბაკურიანის სასრიალო ტრასებზე.

 

მარშრუტი რუკაზე

მარშრუტი

  • თბილისი

  • ბაკურიანი

  • ბორჯომი

  • რაბათი

  • თბილისი

პროგრამა

დღე 1:

დღე 1- თბილისის ტურის ფარგლებში მოვინახულებთ შემდეგ არქიტექტურულ ძეგლებს: სამების საკათედრო ტაძარი, მსოფლიოში ერთ – ერთი უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი.  მეტეხის ეკლესია და თბილისის ლეგენდარული დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის ძეგლი. ნარიყალას ციხე, საიდანაც  იშლება ქალაქის თვალწარმტაცი პანორამული ხედი, აბანოთუბანი. გავისეირნებთ შარდენის ქუჩაზე, რომელიც სავსეა მყუდრო კაფეებით, ღვინის  ბარებით, სუვენირების მაღაზიებით, შემდეგ მშვიდობის ხიდის გავლით რიყის პარკიდან  გავემგზავრებით ეთნოგრაფიის  მუზეუმში. ვახშამი რესტორანში. ღამისთევა თბილისში.  

დღე 2:

დღე 2 – საუზმე სასტუმროში,  ბაკურიანში გამგზავრება, სასტუმროში განთავსება, ვახშამი, თავისუფალი დრო, თხილამურებზე სრიალი. ღამისთევა ბაკურიანში; ბაკურიანში დღეების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს სურვილზე!  

დღე 3:

დღე 3- საუზმე სასტუმროში,  გამგზავრება ბორჯომის მიმართულებით. ბორჯომი - ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი, ცნობილი მინერალური წყლით "ბორჯომი". ვეწვევით IX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის  მწვანე მონასტერს, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გოგირდის აბანოებს. გავემგზავრებით ახალციხის მიმართულებით, მოვინახულებთ რაბათის ციხე-კომპლექსს, რომელიც დღესდღეისობით რეაბილიტირებულია და საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებისგან შედგება.   

დღე 4:

დღე 4- ვეწვევით საქართველოს უძველეს დედაქალაქს - მცხეთს; მოვინახულებთ ჯვრის სამონასტრო კომპლექსს (VI საუკუნის) და სვეტიცხოვლის ტაძარს (XI საუკუნე), ორივე ძეგლი შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. სამთავროს დედათა მონასტერს ( XI საუკუნე). გალა სადილი მცხეთაში ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის თანხლებით. გამგზავრება თბილისში. 

რას მოიცავს

სტანდარტული პაკეტი:

პაკეტის ფასი მოიცავს:
- ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით მთელი ტურის განმავლობაში;
- სასტუმროში განთავსება - თბილისი (1 ღამე), ბაკურიანი (1 ღამე) ახალციხე 1 (ღამე) ორადგილიან ნომერში;
- საუზმე სასტუმროებში, H / B კვება - გალა სადილი ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის თანხლებით.
- შესვლის საფასური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, რაბათის ციხესიმაგრეში;
- მაღალკვალიფიციური გიდი;
- SIM ბარათები ინტერნეტით წვდომა მთელი ტურის განმავლობაში;
ფასში არ შედის:
- ყველა დამატებითი ხარჯები და მოთხოვნები, რომლებიც პროგრამაში არ არის გათვალისწინებული;
- ალკოჰოლური სასმელები;

 

დაჯავშნა













ვეთანხმები საიტის მოხმარების წესებს და პირობებს 
შეუკვეთეთ ახლა

ტურის აღწერა

მარშრუტი

პროგრამა

რას მოიცავს

შეუკვეთეთ ტური