ტურები
ღვინის ტურები
კლასიკური ღვინის ტური ქუთაისი და რაჭა

კლასიკური ღვინის ტური ქუთაისი და რაჭა

ტურის აღწერა

ტურის ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ დასავლეთ საქართველო, დააგემოვნოთ სხვადასხვა ღვინოები, უგემრიელეს ტრადიციული კერძებთან ერთად. გაეცნოთ ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს ადგილობრივ ოჯახებსა და დიდ საწარმოებში.

მარშრუტი რუკაზე

მარშრუტი

  • ქუთაისი

  • რაჭა

  • გორი

  • მცხეთა

  • თბილისი

პროგრამა

დღე 1:

სასტუმროში განთავსება, საუზმე. ქუთაისის ტურის ფარგლებში მოვინახულებთ: ბაგრატის ტაძარს, გელათს, მოწამეთას მონასტერს, პრომეთეს მღვიმეს. ღვინის დეგუსტაცია და იმერული კერძების დაგემოვნება მეღვინეობა ხარებაში.

დღე 2:

საუზმე სასტუმროში, გამგზავრება ცაგერში - ქალაქი საქართველოში, რომელიც მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ოჯალეშის და უსახელოურის დეგუსტაცია, მოვინახულებთ ლადო ასათიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს. გამგზავრება რაჭაში, საქართველოს ერთ – ერთ ულამაზეს მთიან რეგიონში, ეწვევით ნიკორწმინდის ტაძარს, შაორის ტბას. დააგემოვნებთ რაჭის ცნობილ ღვინოს - ხვანჭკარას ტრადიციული კერძებთან ერთად. ღამისთევა რაჭაში.

დღე 3:

საუზმე სასტუმროში, ცხრა ჯვარი - ზღვის დონიდან 1569 მეტრი… იშვიათი სილამაზით და უნიკალური მდებარეობით… გამგზავრება გორში, ატენის სიონის ეკლესია, ცნობილი ატენურის დეგუსტაცია. (ატენური - თეთრი ცქრიალა ღვინო. იგი ხასიათდება ჩალის ფერით, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით. დამზადებულია ჩინურისა და გორის მწვანეს ყურძნის ჯიშებისგან.) მოვინახულებთ სტალინის მუზეუმს. გამგზავრება თბილისში. ღამისთევა თბილისში.

დღე 4:

საუზმე სასტუმროში, ვეწვევით საქართველოს უძველეს დედაქალაქს - მცხეთს; მოვინახულებთ ჯვრის სამონასტრო კომპლექსს, სვეტიცხოვლის ტაძარს, სამთავროს დედათა მონასტერს გალა ვახშამი მცხეთაში ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის თანხლებით. გამგზავრება თბილისში.

რას მოიცავს

სტანდარტული პაკეტი:

- ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით, მიკრო-ავტობუსით ან ავტობუსით;

- სასტუმროში განთავსება ( ორ და სამადგილიან ნომრებში )- ქუთაისი (1 ღამე), რაჭა (1 ღამე), თბილისი (1 ღამე);

- საუზმე სასტუმროში;

- გალა ვახშამი მცხეთის რესტორანში;

- ღვინის დეგუსტაცია დაკულინარიული მასტერკლასები;

- მუზეუმებში შესვლის საფასური;

- გიდის მომსახურება;

-ფოტოგრაფი;

ტურის ფასი თითო ორადგილიან ნომერში დამოკიდებულია ტურის პაკეტზე.

დაჯავშნა













ვეთანხმები საიტის მოხმარების წესებს და პირობებს 
შეუკვეთეთ ახლა

ტურის აღწერა

მარშრუტი

პროგრამა

რას მოიცავს

შეუკვეთეთ ტური