ახტალა

ტურის აღწერა

კურორტი  ახტალა – მდებარეობს კახეთში, ქ. გურჯაანში თბილისიდან 122 კმ-ზე, ზღვის დონიდან 412 მ-ზე. ჰავა ზომიერი კონტინენტურია: ზაფხული ცხელი, ზამთარი თბილი. კურორტის სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებსა და ტამპონებისთვის. ტალახი ნაცრისფერია და თხიერი კონსისტენცია აქვს; ტალახის ხვედრითი წონა წყლის შემცველობისა და ატმოსფერული ნალექების შესაბამისად იცვლება. ასევე ცვალებადია მისი ტემპერატურაც – ის დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე; ყველაზე თბი¬ლია ივლის-აგვისტოში, ყველაზე ცივი – დეკემბერ-იანვარში. ტალახი კურნავს: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკულ დაავადებებს, პერიფერიულ ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიურ დაავადებებს. საკურორტო სეზონი აპრილიდან დეკემბრამდე გრძელდება.

მარშრუტი რუკაზე

მარშრუტი

  • თბილისი

  • ახტალა

  • თბილისი

პროგრამა

დღე 1:

თბილისში ჩამოსვლა. აეროპორტში დახვედრა. თბილისის ტური. საღამოს თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 2:

საუზმე სასტუმროში. გადაადგილება  ახტალისკენ.  დაბინავება სასტუმროში. ღამისთევა ახტალის სასტუმროში, დღეების რაოდენობა ახტალაში დამოკიდებულია თქვენს სურვილზე!

რას მოიცავს

სტანდარტული პაკეტი:

- ტრანსპორტირება;
- სასტუმროში განთავსება (ორ და სამადგილიან ნომრებში);
- ექიმის კონსულტაცია;
- საუზმე სასტუმროში;
 

 

დაჯავშნა













ვეთანხმები საიტის მოხმარების წესებს და პირობებს 
შეუკვეთეთ ახლა

ტურის აღწერა

მარშრუტი

პროგრამა

რას მოიცავს

შეუკვეთეთ ტური