News
„Lonely Planet“-ის გზამკვლევი ქართული ღვინის შესახებ

„Lonely Planet“-ის გზამკვლევი ქართული ღვინის შესახებ

2020-11-16

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გავლენიანმა გამოცემამ „Lonely Planet“ ტურისტული გზამკვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ღვინოს დაუთმო. გზამკვლევში „Wine Trails: Europe“ ესპანურ, პორტუგალიურ და სხვა ქვეყნების ღვინოსთან ერთად დეტალურად მოთხრობილია ქართული ღვინის შესახებ. გზამკვლევის მომზადებამდე „Lonely Planet“-ის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოში, კახეთის მხარეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა და შეგროვებული ინფორმაცია „Lonely Planet“-ის გზამკვლევში გამოაქვეყნა. პარალელურად ჟურნალისტი სხვადასხვა მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს. Lonely Planet“-ის გზამკვლევი მკითხველს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიციის, ღვინის მომზადების წესების, ქვევრის და კახეთის მარნების შესახებ მოუთხრობს. გზამკვლევში დეტალური ინფორმაციაა განთავსებული კახეთში მდებარე მარნებისა და კვების ობიექტების შესახებ.

https://shop.lonelyplanet.com/products/wine-trails-europe-1

„Lonely Planet“-ის გზამკვლევი ქართული ღვინის შესახებ

Recent news

10-08-2021

Forbes საქართველოს შესახებ

Forbes ესპანეთი 7 შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც Covid-19-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს. “ეს მისტიკური XII საუკუნის ადგილი, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ერთ -ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით. 300-მდე დარბაზი შემორჩა საუკუნეებს, ასევე სარწყავი მილები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, 15 ეკლესია მოჩუქურთმებული ქვაში და 28 მარანი მათი თიხის ქოთნებით. გარდა ამისა, მისი გალერეების შესწავლისას შესაძლებელია მეფე გიორგისა და მისი ქალიშვილის თამარის პორტრეტის პოვნა, რომელიც დაკავშირებულია ვარძიის მონასტრის ისტორიასთან. “ – აღნიშნულია სტატიაში. Forbes-ის ესპანური გამოცემა მკითხველს ვარძიაში მოსახვედრად საქართველოში არსებულ კოვიდშეზღუდვებს აცნობს და წერს, რომ საჭიროა სრული ვაქცინაციის საბუთი და უარყოფითი PCR ტესტი. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრიდან მარტამდე, მსოფლიოში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 180 მილიონით ნაკლები საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ეს მონაცემები ადასტურებს Covid 19-ის შედეგს, რამაც 2020 წელი მსოფლიოს ინდუსტრიისათვის ყველაზე უარესი წელი გახადა – საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 73%-ით შემცირდა. “მსოფლიო პანდემიის პირობებში მაშინ როდესაც ყველა ტურისტული ქვეყანა აქტიურად ცდილობს პოზიციონირება მოახდინოს ამა თუ იმ მიმართულების და ძალიან დიდია კონკურენცია, ფორბსის მიერ შვიდეუში საქართველოს და კონკრეტულად ვარძიის აღიარება, არის ერთერთი ძალიან დიდი წარმატება და სასიხარულო ამბავი,იმდენად რამდენადაც ეს კიდევ ერთხელ შეგვიწყობს ხელს მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ნიშა შევინარჩუნოთ და პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ძალიან მინიშვნელოვანი და წამყვანი ტურისტული მიმართულებისა თუ პროდუქტების”- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. https://forbes.es/…/siete-destinos-impresionantes-que…/
read more
18-03-2021

მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ

”იაფი ცხოვრება, კარგი WiFi და უსაფრთხო გარემო, რატომ გადადიან საქართველოში დისტანციურად მომუშავეები.“- ამ სათაურით Euronews მედია სააგენტო France Press-თან (APF) ერთად „იმუშავე საქართველოდან“ შესახებ სტატიას ავრცელებს. პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად მოამზადა. ”ბოლო წლებში საქართველო ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა. დღეს საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით დისტანციურად მომუშავე უცხოელს იზიდავს. გემრიელ ადგილობრივ სამზარეულოს, კულტურასა და ლამაზ ბუნებასთან ერთად დისტანციურად მომუშავეებს 4 მილიონიან საქართველოში იაფი ცხოვრებაც იზიდავთ. აქ ცხოვრება გაცილებით იაფია, ძალიან კარგი ინტერნეტ კავშირია და უფრო უსაფრთხო გარემოა ვიდრე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. -ამბობს ყოფილი სამედიცინო პერსონალი 51 წლის ქენდი თრეფთი, რომელიც საქართველოში აშშ-დან ჩამოვიდა.“-წერს Euronews-ის ჟურნალისტი APF-ზე დაყრდნობით. სტატიის ავტორის თქმით, 2019 წელს საქართველომ მოსახლეობაზე ორჯერ მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. პანდემიის გამო ტურიზმს დიდი ზარალი მიადგა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ ზაფხულს სპეციალური პროექტი შექმნა ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი, დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზიდად. პროექტის მონაწილეების მინიმალური შემოსავალი თვეში 2000 დოლარია და საქართველოში მთელი წელი შეძლებენ დარჩენას.  Euronews-ის გარდა France Press-ის მიერ მომზადებული სტატია „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ 10-ზე მეტი ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენოვანი მედიასაშუალება ავრცელებს, მათ შორის France 24 და RFI საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიო.  2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 14 მარტის ჩათვლით პროექტში “იმუშავე საქართველოდან” 2650 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა. მიღებული აპლიკაციების 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე დასაქმებული, 16% კი მეწარმეა. პროექტის ფარგლებში 90-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა.  მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია 1800-მდე. პროგრამის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია 1004 უცხო ქვეყნის მოქალაქე.  დადასტურებული 1800-მდე რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის აპლიკაცია საშუალოდ 6 თვიან პერიოდში, საკარანტინო სივრცეში ხარჯის გათვალისწინებით 23 მილიონ დოლარამდე პოტენციურ დანახარჯს უტოლდება. https://www.euronews.com/travel/2021/03/15/cheap-living-great-wifi-and-safe-surroundings-why-digital-nomads-are-flocking-to-georgia?fbclid=IwAR039tt_Y3ofNq_0tyGEx-Ipnkm9Bx0X-KRZwkMZg6UP1cM-_IaIuJnveYU
read more
18-11-2020

National Geographic-მა საქართველო 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო, სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია “Dream Now, Go Later.” 25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი. National Geographic პორტალზე: https://www.nationalgeographic.com/…/best-of-the-world-2021/ წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ. „შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევე თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ეს ციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა. ერთ დროს კანონის არარსებობით ცნობილი სვანეთი დღეს სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. როგორც მოგზაური მწერალი და ფოტოგრაფი მიხალ გლომბოვსკი ამბობს სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია. სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიული სამთო ბილიკებით, ეს არის ამბიციური სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აკავშირებს. მოლაშქრეებისთვის პოპულარულია 4 დღიანი ტურები მესტიიდან უშგულამდე, სადაც უმაღლეს მწვერვალებსაც ათვალიერებენ.“
read more